Thursday, May 13, 2010
წინასწარმეტყველებები მეორედ მოსვლაზე
ბიბლიის მიხედვით მეორედ მოსვლა მოხდება მას შემდეგ, რაც ადამიანები დაივიწყებენ ჭეშმარიტ ღმერთს, გარყვნილება და სხვადასხვაგვარი ურჯულოებანი მომრავლდება[4], ამას მოჰყვება ცრუ ქრისტეს - ანტიქრისტეს[5] მოსვლა დედამიწაზე[6]. ეშმაკი შევა 12 წლის ბიჭში. წინასწარმეტყველების მიხედვით ეს ბიჭი იქნება ეროვნებით ებრაელი მრუში ქალის[7] შვილი (სავარაუდოდ წარმოიშვება დანის[8], იაკობის ერთ-ერთი ძის ტომისაგან)[9], იგი აიძულებს ყველა ადამიანს, დიდსა თუ პატარას მიიღოს მხეცის ნიშანი შუბლზე ან მარჯვენა ხელზე, ამით მოიპოვებს მსოფლიო ძალაუფლებას და კონტროლს ადამიანებზე[10]. სავარაუდოდ ანტიქრისტე თითქოს მშვიდობის დასამყარებლად მოვა, მაგრამ რეალურად მხოლოდ ომს, უბედურებასა და შიმშილს მოიტანს. ქრისტეს ორი მოწაფე ათას ორას სამოცი დღე ამხელს მას[11], იგი ჰყოფს ბრძოლას წმიდათა მიმართ [12], სძლევს მათ[13] და გაბატონდება ქვეყნიერებაზე 1,290 დღეს [14], სანამ ”უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულით და განაქარებს თავისი სხივოსანი გამოცხადებით”[15]. დაახლოებით სამ წლიანი მმართველობის შემდეგ მას დაამარცხებს წმინდა "კრავი" და სატანას 1000 წლით დაატყვევებენ[16]. ის ადამიანები კი, რომლებმაც თავის დროზე მიიღეს მხეცის ნიშანი და თაყვანი სცეს ეშმაკს, სასტიკად დაისჯებიან ღვთის მიერ[17].
დედამიწაზე მოსახლეობის მესამედი ამოწყდება, ადამიანები დაუწყებენ ღმერთს გმობასა და გაკიცხვას თვიანთი ჭრილობების გამო. როგორც დანიელ წინასწარმეტყველი გვამცნობს[18], ანტიქრისტე 1290 დღეს იმეფებს. ამის შემდეგ ის ცოცხლად იქნება გეენაში, ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩაგდებული[16], მაგრამ ეს ქვეყანა ერთბაშად არ დაასრულებს არსებობას, ადამიანებს კვლავ მიეცემათ 40 დღე ცოდვების მოსანანიებლად. ამ 40 დღის განმავლობაში ცაზე დარჩება გაბრწყინებული ჯვარი უფლისა, რომელიც მოუწოდებს ცოცხლად დარჩენილ ადამიანებს სინანულისაკენ[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მერე კი მოიწევს აღსასრული ამა სოფლისა, თუმცა მთლიანად სამყაროს ფიზიკური აღსასრული გამოცხადების მიხედვით იქნება მას შემდეგ, რაც სატანას ცოტა ხნით გაათავისუფლებენ 1000 წლიანი ტყვეობის შემდეგ, რათა მან კვლავ აცდუნოს ადამიანები, იგი შეყრის ადამიანებს ღვთის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა დამარცხდება და უკვე ცეცხლისა და გოგირდის ტბაში ჩააგდებენ სამუდამოდ[19], ამის შემდეგ გაჩერდება დრო, აღარ იქნება სამყარო მატერიალური თვალსაზრისით, დედამიწა თავიდან შეიქმნება[20], ხოლო ღმერთის სუფევა იქნება უკვე მიწაზეც ციდან ახლად მოვლენილ იერუსალიმში[21], რომელსაც მთელი მსოფლიოს მეფეები ძღვენს შესწირავენ და შიგნით შესვლა მხოლოდ რჩეულებს შეეძლებათ. დღე და ღამე არ იქნება იქ განსხვავებული, რადგან ღვთიური მადლით იქნება მუდამჟამს მთელი იერუსალიმი განათებული[22].
აპოკალიფსის ორი მაცნე - ორი წინასწარმეტყველი, რომელთა შესახებ გვამცნობენ:
ზაქარია - ზაქარიას წინასწარმეტყველების წიგნი (ზაქ. 4):
| “ | „მობრუნდა ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა და გამაღვიძა, როგორც ძილისგან აღვიძებენ კაცს. მითხრა: რას ხედავ? ვუთხარი: ვხედავ, აჰა, მთლიანი ოქროს სასანთლეა, მის თავზე ჯამია და შვიდი ლამპარი, თითო ლამპარს შვიდ-შვიდი მილი აქვს ზემოთ. ორი ზეთისხილის ხეა მის გვერდით, ერთი მისი ჯამის მარჯვნივ, მეორე - მარცხნივ...მივუგე და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი ზეთისხილის ხე სასანთლის მარჯვნივ და მარცხნივ? მივუგე მეორედ და ვუთხარი მას: რა არის ეს ორი აკიდო ზეთისხილისა ორი ოქროს მილის გვერდით, საიდანაც ოქრო იღვრება? მითხრა: არ იცი რა არიან ესენი? ვუთხარი: არა-მეთქი, ჩემო ბატონო. მითხრა: ორნი ცხებულნი არიან ესენი, მთელი ქვეყნის უფლის წინაშე მდგარნი.“ (ზაქ. 4:1-3; 11-14) | ” |
იოანე ღვთისმეტყველი - გამოცხადების წიგნი (გამოცხ. 11). ამ უკანასკნელში ორი მაცნე მოხსენიებულია, როგორც ორი წინამორბედი ქრისტეს ამქვეყნად მეორედ მოსვლისა:
| “ | გამოცხადებაჲ წმიდისა მახარებლისა და ღმრთისმეტყვუელისა იოანესი — ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა. ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრიტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები. ერთი წერილი შვიდი ეკლესიისადმი [რედაქტირება]
ეს შვიდი ეკლესია მაშინ არსებობდა, როცა იოანე თავის ”გამოცხადებას” წერდა, მაგრამ ეს წერილები ქრისტიანული ეკლესიის და მორწმუნეთა მომავალ ბედსაც გადმოგვცემს. ახალი ცა და ახალი მიწა... [რედაქტირება]იოანეს გამოცხადების უკანასკნელი თავებიდან გამოიხატება ბოლო დღეთა სამსჯავროს, ახალი ცისა და ახალი მიწის მეტ-ნაკლებად სიმბოლური აღწერილობა.
ბიბლიის უკანასკნელი გვერდი [რედაქტირება]წმინდა წერილი, ბიბლია სრულდება ღვთის ძის, იესო ქრისტეს მომავალი, მეორედ მოსვლის შესახებ საუბრით. უკანასკნელი ნაწყვეტი ”იოანეს გამოცხადებიდან” - უკანასკნელი გვერდი ბიბლიისა: |